„შემოდგომის ფოთოლცვენა“ - საინტერესო და კრეატიული საშემოდგომა ღონისძიება თამარიანის სკოლაში
24-11-2017
„შემოდგომის ფოთოლცვენა“ - ამ სახელწოდების ღონისძიება ჩაატარა თამარიანის მე-4 კლასის ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაძემ, სადაც ბავშვებთან ერთად მონაწილეობა მშობლებმაც მიიღეს.

პროექტის მიხედვით კლასი სამ ჯგუფად დაიყო და თითოეულმა მათგანმა განსხვავებული ტიპის დავალებები შეასრულა.

დავალებები ასე გამოიყურებოდა : 1. „შემოდგომა და ცხოველები“  2. „შემოდგომა და ფრინველები“  3. „შემოდგომა და სოფელი“

მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივი მუშაობით, ფოთლებით შექმნეს ცხოველებისა და ფრინველების სურათები. ასევე შემოდგომის გარემო სოფლად და თითოეული ნამუშევარი სემდეგ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.

ღონისძიებაზე შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერებიც შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203