„წელიწადის დრონი“ - მშობლების მიერ ბავშვებისთვის დადგმულმა სპექტაკლმა, ქუთაისის მე-12 სკოლაში ოვაციების ფონზე ჩაიარა
15-01-2018
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაში მშობელთა მონაწილეობით სპექტაკლი „წელიწადის დრონი“ ჩატარდა. 

სპექტაკლის დადგმაში და როლების შესრულებისას მშობლები დიდი პასუხისმგებლობით და ინტერესით გამოირჩეოდნენ. აღნიშნული პროექტი მშობლების ჩართულობის კუთხით განხორციელდა.

მოსწავლეებმა სპექტაკლს ყურადღებით მიადევნეს თვალი. მათთან ერთად საღამოს მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მე-3 კლასის მშობლებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს მათ შვილებს და ახალი წელი განსხვავებულად მიულოცეს. მე-12 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მონაწილე მშობლებს თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203