სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლას რესურსცენტრი წყვეტს
17-07-2021

მასწავლებლები უკვე შვებულებაში არიან, თუმცა ეს საკითხი სკოლის დირექტორებს ნაკლებად ეხებათ. ზოგადი განათლების შესახებ კანონით, სკოლის ხელმძღვანელის შვებულებაში გასვლა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და ამ საკითხს ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრი არეგულირებს - სწორედ შესაბამისი ორგანოს თანხმობით შეუძლია დირექტორს შვებულებაში გასვლა და მისი შვებულებიდან დაბრუნების ბრძანების გაცემაც.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შავით თეთრზე ასე წერია: დირექტორი შვებულებაში გადის,  „სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203