საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი დღითი დღე იმატებს და ამჯერად, ბავშვებში მეტადაა გამოხატული, ისე, რომ პედიატრიული საწოლების დამატება გახდა საჭირო. სწორედ ამიტომ, წინა პლანზე წამოიწია პედაგოგების ვაქცინაციის საკითხმა და ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ ტელევიზიით ისაუბრა.
დგებუაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგადად, აცრა არის ნებაყოფლობითი: „ვცდილობთ, კომუნიკაცია გვქონდეს თითოეულ სკოლასთან, მასწავლებლებს ვეხმარებით რეგისტრაციაში. მართლაც, ცოტა დრო დარჩა, სასწავლო წელი მალე დაიწყება და შფოთვაა, როგორ დავიწყებთ სასწავლო წელს. პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის.
ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი სასწავლო წლიდან დავბრუნდებით საკლასო ოთახებში თუმცა სტატისტიკური ყოველდღიური და ვაქცინირებული ადამიანები გვაფიქრებს იმაზე რა ფორმით დავიწყებთ სასწავლო წელს“.
რაც შეეხება კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ახალი სასწავლო წელი ონალინ-რეაჟიმში დაიწყოს, დგებუაძემ ასე უპასუხა: უკვე ორივე ტიპის გამოცდილება აქვს განათლების სისტემას; თავის დროზე ბიუჯეტიდან თანხა დაიხარჯა, მასწავლებლების სახელფასო ნაწილი გაორმაგდა და მშობლებს არჩევანი შევთავაზეთ, სახლში დარჩენილიყო მოსწავლე. თუ დისტანციურ რეჟიმში დავიწყეთ, ამის მზაობა არსებობს როგორც ფიზიკური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით; თუ საკლასო ოთახებში განახლდება სასწავლო პროცესი, აქ აკლია მნიშვნელოვანი ფაქტორი - მასწავლებელიც იყოს ვაქცინირებული. მას შემდეგ, რაც ვირუსი ბავშვებში გავრცელდა, ეს პასუხისმგებლობა გაორმაგდა; გარდა ამისა, სტუდენტების მხრიდანაც არის მოლოდინი, რომ დაბრუნდნენ აუდიტორიაში და ჩვენი თხოვნაა, მასწავლებლებმა, ლექტორებმა, აღმზრდელებმა ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ გვინდა, მოსწავლე დაბრუნდეს საკლასო ოთახში და სასწავლო პროცესი გამართულად მიმდინარეობდეს.