ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ახალი სასპორტო დარბაზი საზეიმოდ გაიხსნა. დარბაზში არაერთი სპორტული სექცია იფუნქციონირებს.
სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასპორტო დარბაზის არქონა წლების განმავლობაში სკოლის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და მისი გახსნა მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება.
სასპორტო დარბაზის გახსნას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და მოწვეული სტუმრები: ოლიმპიური ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ბლადაძე, გინესის წიგნის რეკორდსმენი დიმიტრი ქინქლაძე, რაგბის ნაკრების წარმომადგენლები სერგო მოქია და ირაკლი ცნობილაძე. ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი.
იხილეთ ფოტოები