აბიტურიენტების უმრავლესობამ ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ჩააბარა. სავალდებულო საგნებზე დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო 220-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა. აღნიშნული აპლიკანტები ტესტს დამატებით სესიაზე დაწერენ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, დამატებითი სესიებზე თითო საგნისთვის ერთი დღე გამოიყოფა. დეტალური ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება. 2021 წელს გამოცდაზე რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში - 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
იხილეთ, რომელ საგანზეა ყველაზე დიდი კონკურენცია ეროვნულ გამოცდებზე - აბიტურიენტების რაოდენობა ჩასაბარებელი საგნების მიხედვით
ნაშრომები კარანტინში 1 დღით შეინახება, გამოცდის შედეგები არ დაიგვიანებს - რატომ არ თანაბრდება დამატებითი სესიის ქულები?