საჯარო სკოლის მასწავლებელთა შვებულების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ etaloni.ge - ს არაერთი ბაღის აღმზრდელი დაუკავშირდა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ აგვისტომდე უწევთ შვებულების ანაზღაურების ლოდინი. ინფორმაცია ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მოგვაწოდეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ბაღები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას ექვემდებარებიან, შესაბამისად. როგორც შვებულების, ასევე სხვა დეტალების შესახებ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურია.
ბუნებრივია დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და ბაღების სააგენტოს დავიკავშირდით, სადაც გვიპასუხეს, რომ „ყველას ყველაფერი აქვს ჩარიცხული - ყველა ბაღს უზის თავისი თანხა“.
აქვე იმასაც გაცნობებთ, რომ საშვებულებო ანაზღაურება სკოლის მასწავლებლებს წესით დღეს უნდა დაერიცხოთ. როგორც განათლების სამინისტრომ გვითხრა: „15 ივლისს არ გადასცილდება შვებულების ანაზღაურება. ხელფასი წამოსულია და სერტიფიცირებაც დღესვე იქნება“.