„მოგესმინათ პროფესიული მოსაზრება - ჩხუბს ხომ არ დავიწყებდით?“ - ზოგადი განათლების რეფორმა მასწავლებლის სახლის გარეშე დაიწყო
18-07-2021
„ახალი სკოლის მოდელი“ და მიმდინარე რეფორმა დღეს აქტიური განხილვის საგანია. ერთ-ერთ შეხვედრაზე, მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა ისიც კი აღნიშნა, პროექტი მოუმზადებლად დაიწყოო. სხვათა შორის, სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა საჯაროდ ცნობილი, რომ რეფორმაში მასწავლებლის სახლის ჩართულობა ნულია; ბერიკა შუკაკიძემ ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და იქვე დასძინა, რომ სახელმწიფომ პროექტი ყოველგვარი კვლევის გარეშე დაიწყო, მის უწყებას კი პროცესებში არ ახედებს:
„ერთი შეხვედრა დაგვისახელეთ, სადაც ან თეორიული ჩართვა გაგვაცანით, ან მატრიცა გაგვაცანით, რათა მოგესმინათ პროფესიული მოსაზრება - ჩხუბს ხომ არ დავიწყებდით? - ჩვენ ჩვენსას ვიტყოდით. კარგი იქნებოდა, ჩვენ ლიდერობის გარდა, ამ ნაწილშიც ვყოფილიყავით ჩართულები. ბუნებრივია, ეროვნული სასწავლო ცენტრი ცდიდა ამ მოდელს და ვრჩები ჩემს აზრზე - კარგი იქნებოდა ამ პროცესში ჩვენც ვყოფილიყავით ჩართულები“.