იკრძალება ბანაკები, შეხვედრაზე მხოლოდ ტესტის საფუძველზე დაგიშვებენ - პრემიერის ბრძანება გამოქვეყნდა
16-07-2021

ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება მხოლოდ PCR ტესტით იქნება შესაძლებელი - ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებაში შევიდა, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლის ღარიბაშვილი აწერს. 

ამავე ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების „სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე“. დადგენილება 19 ივლისიდან ამოქმედდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203