მოსწავლეებს მომავალი კვირიდან „ფაიზერით“ აცრიან - ბრძანება უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება
16-07-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომავალ კვირას გამოქვეყნდება ბრძანება, რომელის მიხედვითაც 16 წლის მოზარდებს pfizer-ით აცრის უფლება მიეცემათ.

„საქართველოში მომავალი კვირიდან შედის ბრძანება. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს რეკომენდაცია და 16 წლიდან იწყება აცრა, დანარჩენი ვაქცინები 18 წლიდან გახლავთ.

16 წლიდან დავიწყებთ ვაქცინაციას „ფაიზერს“, უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება. უფრო ადრეულ ასაკში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

იმის გათვალისწინებით, რომ 16 წლის მოზარდების უმეტესობა სკოლის მოსწავლეა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფაიზერით აცრა სკოლის მოსწავლეებისთვისაც იქნება შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, ისიც, რომ  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის სავალდებულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, და იმის მიხედვით თუ როგორი იქნება აქტივობა აცრებზე ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.

„ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს უნდა მოხდეს შეგნების, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სურვილი აქ სავალდებულოება ჩავრთოთ. თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე და როგორი იქნება აქტივობა, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე: იკრძალება ბანაკები, შეხვედრაზე მხოლოდ ტესტის საფუძველზე დაგიშვებენ - პრემიერის ბრძანება გამოქვეყნდა

მშობლები ავიცრათ, რომ შვილები არ დავაინფიციროთ - საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იმატებს

„ყველა მასწავლებელი ორჯერადად აიცრას, რათა არ გადასდონ ვირუსი ბავშვს“ - ამირან გამყრელიძე

პედიატრიული საწოლები გადატვირთულია, ბავშვებში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი იმატებს - თამარ გაბუნია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203