„პროექტმა ყველა გამოწვევას გაუძლო, აქტუალობა არ დაკარგა“ – „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი აჟარაში ჩატარდა
16-07-2021
„ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით დიდი წარმატებით მიმდინარეობს და საამაყოა, რომ პანდემიამ ხელი ვერ შეგვიშალა, გვეზრუნა მოსწავლეთა მოტივაციასა და მათ განვითარებაზე.

ინტელექტუალური კონკურსი სამ ეტაპად ტარდება, მონაწილეობა კი ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ტარდება, მეორე ეტაპზე კონკურსანტები „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან და როგორც ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები, „ეტალონისგან“ სპეციალურ ონლაინ-სიგელსაც მიიღებენ.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტიდან პროექტში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული კი, ღირსეულ ბრძოლაში, კერძო სკოლას „ოპიზას“ მე-9 კლასის მოსწავლემ, ირინა დევდარიანმა მოიპოვა - 84 ქულით, კონკურსის დასასრულს კი Etaloni.ge-ს განუცხადა - ასეთ შედეგს არ ველოდი, მადლობა, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება რომ მომეცაო:

„ნამდვილად არ ველოდი გამარჯვებას... სიმართლე გითხრათ, „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონაში მონაწილეობა იმიტომ მივიღე, მსურდა, საკუთარი შესაძლელობები გამომეცადა. ძალიან მახარებს, წარმატებას რომ მივაღწიე. მადლობა „ეტალონს“ ამ შესაძლებლობისთვის, მით უმეტეს, რომ კითხვები მარტივი არ ყოფილა და ღირსეული მეტოქეებიც მყავდა. თუმცა თითოეული ჩვენგანისთვის ეს დიდი გამოცდილება იყო, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება წინსვლაში“.

ზურა გუჯეჯიანმა, აჟარის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა etaloni.ge-სთან არაფორმალური განათლების პროექტებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტიც შეაფასა:

„ათიანი „ეტალონს“! მართლაც საუკეთესოდ ჩატარდა ყველაფერი. მოხარული ვარ, რომ პანდემიამ ხელი ვერ შეგვიშალა და მიუხედავად იმისა, გვაკლდა ცოცხალი ემოცია, „ეტალონის“ მუხტი ვერც დისტანციურმა ფორმატმა ჩააქრო. იმედია, მომავალი წლიდან ერთმანეთთან შეხვედრის ბედნიერება გვექნება და „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამარჯვების კიდევ არაერთ სიხარულს მოგვანიჭებს. ვულოცავ აჟარის მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებს და კიდევ ერთხელ მადლობა „ეტალონს“, ჩვენს ბავშვებს საკუთრი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას რომ აძლევს“.

აჟარის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან არღვლიანმა კი პროფესიული თვალსაზრისით შეაფასა მოსწავლეთა აქტიურობა ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონტში და აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია მათი შედეგებით:

„როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ვარ როგორც ბავშვების ჩართულობით, ისე მათი შედგებით. „ეტალონის“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონტში მონაწილეობა მართლაც პრიორიტეტულია ჩვენთვის და მოხარული ვარ, ადგილობრივ მოსწავლეებს საკუთრი ცოდნის შემოწმების საშუალება რომ ეძლევათ. მინდა, გამარჯვებულს ვუსურვო წინსვლა დ რა თქმა უნდა, წარმატება“.

აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებელმა - ლაშა მარგიანმა დეტალურად ისაუბრა „ეტალონისა“ თუ მისი მნიშვნელობის შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ „ესაა საუკეთესო პროექტი“.

„წლებია ჩვენ „ეტალონთან“ ვმეგობრობთ და ჩემი, პირადი მოსაზრებაა, რომ ეს არის  საუკეთესო პროექტი, რომელიც გათვლილია დიდ მასშტაბებზე; უნდა გამოგიტყდეთ - მეგონა, პანდემიისა და ეროვნული ჩემპიონატის დისტანციური ფორმატიდან გამომდინარე, ნაკლები აქტიურობა იქნებოდა, თუმცა სასიამოვნოდ გაოცებული ვარ - პროექტმა ყველა გამოწვევას გაუძლო, აქტუალობა არ დაკარგა და კმაყოფილები იყვნენ როგორც ბავშვები, ისე მშობლები. ვულოცავ გამარჯვებულს და მადლობა „ეტალონს“, ჩვენს მოსწავლეებს ერთმანეთის ღირსეული მეტოქეობის საშუალებას აძლევს - ყოველი მონაწილე გამარჯვებულია“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203