„ჩემი აზრით, სკოლაში პირველი სემესტრის ბოლომდე დაბადებული პირველკლასელების მიღებაც შესაძლებელია“-თბილისის N107 სკოლის დირექტორი მარინე დემეტრაშვილი
16-07-2021
რას ურჩევს მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თბილისის N107 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე დემეტრაშვილი გვესაუბრება.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- ნერვიულობა ხელს უშლის ცოდნის და აზრების მობილიზებას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არ ინერვიულონ. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა მე პირადად საჭიროდ მიმაჩნია.  მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს?

- ახალგაზრდების არჩევანი სხვადასხვა პროფესიებისადმი შეცვლილია, ჩემს მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება სურთ შემდეგი მიმართულებით: საინჟინრო, სამედიცინო და პედაგოგიური მიმართულებებით.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
 
- ჩემი აზრით პირველი სემესტრის ბოლომდე დაბადებული პირველკლასელების მიღებაც შესაძლებელია. მზაობის დასადგენად კი საჭირო იქნება მშობლებთან აქტიური კომუნიკაცია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203