„ახალგაზრდებში პედაგოგობის მსურველებმა იმატეს“ - ერეკლე ჯიქია, დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი
16-07-2021
რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი ერეკლე ჯიქია გვესაუბრება. 

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- არასაკმარისად. ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ყველა გამოწვევას ვუმკლავდებით.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- ჯერჯერობით იგივეა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- არ ინერვიულონ, საერთოდ კი მასწავლებლებს ვაცლიდი მასწავლებლობას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- მოიმატა პედაგოგობის მსურველებმა.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- მივიღებდი იანვრამდე დაბადებულ ბავშვებს და საერთოდ თუ უნდათ, რომ შეინარჩუნონ სოფლის სკოლები, მივიღებდი კანონს ბავშვებს ესწავლათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებულ სკოლებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203