ოლადაურში ახალი წელი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმაც იზეიმეს
16-01-2018
ოლადაურის საჯარო სკოლამ ტრადიციულად იზეიმა ახალი წლის დადგომა. სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს, რომელიც მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული. 

სკოლის მოსწავლეებთან ერთად ახალი წელი დამსწრე საზოგადოებას ბაგა-ბაღის ბავშვებმაც მიულოცეს. საახალწლო დეკორაციებით გაფორმებულ სცენაზე პატარებმა ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს. 

ოლადაურის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ახალ 2018 წელს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203