საზოგადოებას სახელმწიფო თითქმის ყოველდღე მოუწოდებს ვაქცინაციაში მასობრივად ჩართვას. ორშაბათიდან 16 წელს ზემოთ მოზარდების აცრაც იწყება, „ფაიზერის“ ვაქცინით.
მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, მასწავლებელი და ლექტორი სექტემბრისთვის ორჯერადად უნდა ყოფილიყო აცრილი, უმაღლესმა სასწავლებლებმა სტუდენტებს შეტყობინებები დაუგზავნეს, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სადაც წერია:
„... თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებს მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტში....“