სავალდებულოა თუ არა გამოცდაზე გასვლამდე, მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთება - ახალი რეგულაციები ამოქმედდა
19-07-2021

მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დღეიდან მხოლოდ წინასწარი PCR ან სწრაფი ტესტის გაკეთების შემდგომ შეეძლებათ. აღნიშნულმა ცვლილებამ, კითხვის ნიშნები გააჩინა, როგორც მასწავლებლებში, ისე აბიტურიენტებსა და სხვა აპლიკანტებში, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებულ გამოცდებზე გადიან.

etaloni.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა კითხვით, სჭირდებოდათ თუ არა PCR ან სწრაფი ტესტი გამოცდაზე გასვლამდე - აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ თავის მხრივ გამოცდების ცენტრს მივმართეთ.

„2021 წლის გამოცდებზე არსებული რეგულაციები არ შეცვლილა“ , - გვითხრეს ცენტრში.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, ისევე როგორც ეროვნულებზე, სამაგისტროსა და საგრანტოს გამოცდებზე გასასვლელ პირებს არც PCR და არც სწრაფი ტესტი არ სჭირდებათ საგამოცდო ცენტრებში წარსადგენად. მათ მხოლოდ იმ რეგულაციების დაცვა მოუწევთ, რომელიც ცენტრს გამოქვეყნებული აქვს. 

მთავრობის დადგენილებით, რომელიც 17 ივლისს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა, წერია: „ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ  72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით  ტესტირების საფუძველზე.“

იხილეთ: იკრძალება ბანაკები, შეხვედრაზე მხოლოდ ტესტის საფუძველზე დაგიშვებენ - პრემიერის ბრძანება გამოქვეყნდა

წესები, რომლებიც 2021 წლის გამოცდებზე უნდა დაიცვათ - საგამოცდო პროტოკოლი უკვე ცნობილია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203