ჩხარის № 2 საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,, ფეხბედნიერად წელო ახალო ! “ ჩატარდა. მიუხედავად სივიწროვისა, მოსწავლეებმა მოახერხეს სხვადასხვა სახის ნომრები მაყურებლის წინაშე ლამაზად და საინტერესოდ წარმოეჩინათ და ამით მათ პედაგოგებს, მშობლებსა და თანატოლებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
პატარებმა თოვლის პაპას გაანდეს თავიანთი სურვილები. მთავარი სურვილი ყველას ერთი აღმოაჩნდა. ისურვეს , რომ მომავალ წელს ზეიმი ჩატარდეს საკუთარ სკოლის შენობაში, სადაც ლამაზი და დიდი დარბაზი იქნება.
ჩხარის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს ულოცავენ საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგებს, მოსწავლეებს , მშობლებს.
იხილეთ ვიდეო