ლაცორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოებით დაწყებული სასწავლო წელი საინტერესოდ გრძელდება
ახალი სასწავლო წელი ლაცორიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების (სიგელებითა და დიპლომებით) დაჯილდოებით დაიწყო.
მას შემდეგ სკოლაში უამარავი საინტერესო აქტივობა განხორციელდა. საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ლაცორიის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინო სილაგაძე მონაწილეობდა.
„ცაგერის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სწორედ ნინო სილაგაძე დაეუფლა.
ნინოს გამარჯვება სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში მნიშვნელონი სიახლეა. გაიხსნა სპორტული მოედანი, რომელსაც არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც მოუთმენლად ელოდნენ.
საახალწლოდ კი მოსწავლეებმა კარნავალი გამართეს. ზეიმზე მათ საახალწლო თემატიკაზე დაწერილი სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
იხილეთ ფოტოები