განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. სისტემამ 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა
2021 წლის 19 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.ცნობისისთვის, წელს სტუდენტებისთვის მობილობის წესი ცვლილებები შევიდა. კერძოდ ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
ამ დროისთვის არსებული პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი, დაწესებულებების მიხედვით,
იხილეთ აქ. იმ პროგრამებზე, სადაც სავალდებულოდ ჩასაბარებელ საგნად მითითებულია ისტორია/მათემატიკა, ერთ-ერთ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა ითვლება პროგრამაზე დაშვების წინაპირობის დაკმაყოფილებად.