სამღერეთის სკოლაში განხორციელებული საწრეო სამუშაოები მოსწავლეთა შეჯიბრებით დასრულდა
16-01-2018
სამღერეთის საჯარო სკოლის მე-7 კლასში, სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქართულში საწრეო სამუშაო ჩატარდა. საწრეო სამუშაოს მიზანი მოსწავლეების ნასწავლის პრაქტიკული გამოყენება იყო. მოსწავლეები გუნდებად იყვნენ დაყოფილი და თითოეული მათგანის დავალება იყო ნასწავლი ცოდნა, როგორც მართლწერაში, ისე ზეპირმეტყველებაში გამოეყენებინათ.
ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საწრეო სამუშაოები შეჯიბრებით დასრულდა, რომელსაც პედაგოგები და მშობლებიც ისწრებოდნენ. მათი თქმით, ბავშვის განვითარებისთვის მსგავსი დავალებები და შეჯიბრებები აუცილებელია.