ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს - გაფრთხილებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
19-07-2021

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს.

„18-19-20-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს“, - აღნიშნულია ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია,რომ ქვეყანაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკანტების საგამოცდო ოთახები კონდიციონერებით არის აღჭურვილი და მათთვის გარე ტემპერატურა ტესტის წერისას ნაკლებად შემაწუხებელი შეიძლება იყოს, მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით სითხე მიიღოთ და გამოცდის დაწყებამდე გარეთ, სიცხეში დგომას მოერიდოთ. აღნიშნული რეკომენდაცია განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ გულშემატკივრებმა, რომლებიც აპლიკანტებს საგამოცდო ცენტრთან ხშირ, შემთხვევაში ღია ცის ქვეშ ელიან.

გაეცანით რეკომენდაციებს:

  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში.
  • თუ თქვენ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა.
  • მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203