100 ექსპერტის შესარჩევად ვაკანსია გამოაცხადდა - ვადები და დეტალები
19-07-2021
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის  დარგის ექსპერტთა შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.

ცენტრი 33 განსხვავებული დარგის ექსპერტის შერჩევის მიზნით ვაკანსიას 100 ადგილზე აცხადებს. ვაკანსიის გაგზავნის ბოლო ვადა 15 აგვისტოა.

დარგის ექსპერტთა შერჩევა მოხდება შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში:

ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება;
სასტუმრო, რესტორანი და კვება (სასტუმრო მომსახურება, სარესტორნო მომსახურება,
კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია);
ელექტროობა, მექატრონიკა;
მექანიკა და ლითონის დამუშავება;
სამრეწველო ავტომატიზაცია;
მეთევზეობა;
შედუღება;
ჰაერის კონდიცირება;
სახვითი ხელოვნება;
სათავგადასავლო ტურიზმი;
რეპორტიორობა და წამყვანობა ჟურნალისტიკაში;
ფლორისტიკა;
ხის, ქვისა და ლითონის მხატვრული დამუშავება;
ციფრული ხელოვნება;
ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება;
საიუველირო საქმე;
გამოყენებითი ხელოვნება;
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგი;
აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
ტელეკომუნიკაცია;
ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები;
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტის
სერვისი;
საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია;
საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება;
რკინიგზის ოპერირება;
სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი;
ვებტექნოლოგიები;
ბიომეურნეობა;
სასურსათო პროდუქტების წარმოება (რძის პროდუქტების წარმოება, ხორცისა და
ხორცპროდუქტების წარმოება, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება, პურ-პროდუქტების
წარმოება, სასმელების წარმოება);
ვეტერინარია;
სოფლის მეურნეობა (მეფუტკრეობა, ცხენის მოვლა);
თმისა და სილამაზის მომსახურება (თმის მომსახურება, ფრჩხილის მომსახურება, კანის
მოვლა და სპა პროცედურები, ვიზაჟის მომსახურება);
მხატვრული ქსოვილები;
მხატვრული მინა;
აგრომექანიზაცია;
დენტალური საქმე;
სამუსიკო ხელოვნება;
საბიბლიოთეკო საქმე. 

იხილეთ დეტალები ვაკანსიის შესახებ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203