აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის პირველ კლასში ღია გაკვეთილი, ,,აი ია“, ჩატარდა.
ღია გაკვეთილი პედაგოგმა თეა ბანძელაძემ ჩაატარა.
პატარებმა გაკვეთილზე გამოავლინეს ერთ თვეში შეძენილი ცოდნა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს ,,დედაენის“ კარების გასაღები ორი ასოს ,,ა“-სა და ,,ი“-ს სწორად წარმოთქმა და მოხაზულობა.
დაწერეს პირველი სიტყვები და პირველი წინადადება. ხალისითა და ყოჩაღად შეასრულეს დაგეგმილი აქტივობები.