ხვალიდან გამოცდას კოვიდ დადასტურებული აბიტურიენტები ჩააბარებენ - შედეგებისა და ტესტების გამოქვეყნებაზე სოფიო გორგოძე საუბრობს
20-07-2021

ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დღეს დასრულდება. 21 ივლისიდან დამატებითი სესიების ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კვირის ბოლოს გამოქვყენდება 2021 წლის ეროვნულ გამოცდაზე მოსული ტესტები, ხოლო შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება.

“დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტები ფიზიკის, ლიტერატურის და უნარების გამოცდებს აბარებენ. ხვალიდან დაიწყება დამატებითი სესიები იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა გამოცდები კორონავირუსის გამო გადაიდო.

ზოგადად, გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დრომდე აბიტურიენტების გამოცხადებას რაც შეეხება, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.

შედეგების გამოცხადება დაიწყება აგვისტოდან. იმ აბიტურიენტებისთვის, ვინც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა წერა, ტესტები კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამასთან, დამატებითი სესიების ქულები არ თანაბრდება და მეთოდოლოგიურად ეს უფრო გამართლებულია“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

2021 წლის გამოცდებისათვის 38 400-ზე მეტი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203