დისტანციური სწავლა გამოსავალი არ არის - თამარ გაბუნია მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
20-07-2021

დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი  ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაც არის ის რომ ივლისი და აგვისტო სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის იმისთვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში.

დღეს, შეზღუდვა გამოსავალი სკოლის პირობებში არ არის. არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და ამდენად, თხოვნა მექნება ყველასთან ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს ნამდვილად არის ამ შესაძლებლობა, რომ აიცრან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203