ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა კონკურსებში წარმატებით იასპარეზეს
17-01-2018

ეშტიის N1 საჯარო სკოლის, ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ბერნიკ ჰოვსეფიანმა პროექტ „ინიციატივის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ეშტიის სკოლას კიდევ ერთი წარმატება მოუტანა. 

პროექტის ფარგლებში სკოლამ ახალი საკერავი მანქანა თავისი ნაჭრებით და სხვა საჭირო ნივთები მიიღო საჩუქრად. მისი მეშვეობით მოსწავლეები თავად შეძლებენ შეკერონ თოჯინები სკოლის თოჯინების თეატრისთვის. 

ამასთან, კიდევ ერთ კონკურში მიიღო მონაწილეობა ეშტიის სკოლის ინგლისურის პედაგოგმა. სიუზან არაკელიანმა ორგანიზაცია „ორბელიანი-საქართველოს“ იდეების კონკურსში წარმატებას მიაღწია და ჯილდოდ ინგლისურის კაბინეტის ინვენტარი ახალი კომპიუტერით და სხვა საჭირო მასალით შეავსო.

„ორბელიანი-საქართველოს“ იდეების კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლისთვის, ნინა მარიკიანისთვის. მისმა მონაწილეობამ მოსწავლეებს ფოტოაპარატის მოპოვების საშუალება მისცა, რათა მათ სოფელში არსებულ პრობლემებზე თავად შეძლონ ვიდეორგოლის გადაღება.


იხილეთ ფოტოები



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203