დამატებით გამოცდას ისტორიაში 89 აბიტურიენტი ჩააბარებს - იხილეთ, როდის და რომელ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება ტესტი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია ისტორიაში. ცენტრის განმარტებით, ისტორიის გამოცდა 27 ივლისს ჩატარდება და 89 აბიტურიენტი დაწერს ტესტს. გამოცდები თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ახალციხის ზუგდიდის, თელავისა და გორის საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.
იხილეთ
გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ