„პირბადის სირთულე იყო, ცხელოდა და კონდიციონერიც არ იყო, თორემ მოქმედი მასწავლებლისთვის ბევრად რთული უნდა იყოს გამოცდა“
21-07-2021

დღევანდელი გამოცდიდან გამოსული მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველები აღნიშნავენ, რომ გამოცდა არ იყო რთული და მოქმედ მასწავლებელს მარტივად უნდა ჩაებარებინათ, თუმცა პედაგოგების აზრი განსხვავებულია. მათივე თქმით, ეს გამოცდები საჭიროა განვითარებისთვის, უფრო მეტიც - მის გართულებასაც კი უჭერენ მხარს. მათთვის გამოცდაზე დისკომფორტს, მხოლოდ პირბადე და საგამოცდო ოთახში კონდიციონერის არ ქონა ქმნიდა.

„პირბადის სირთულე იყო, ცხელოდა და კონდიციონერიც არ იყო. ამ პირობებში კი განსაკუთრებით რთულია მობილიზება. რაც შეეხება საკითხებს, არ გამჭირვებია. დაწყებითის კომბინირებულ გამოცდაზე გავედი და ვთვლი, რომ წინა წელთან შედარებით მარტივი საკითხები იყო - შეიძლება მე მოვემზადე კარგად. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს გამოცდები აუცილებელია მასწავლებლისთვის, რადგან ბევრ რამეს ვკითხულობთ და ვსწავლობთ მომზადების პროცესში“, - აღნისნავს აპლიკანტი.

„არ იყო რთული, არ მაქვს სტატუსი და არც მიმუშავია მასწავლებლად. უბრალოდ, პროფესიაში შესვლის სურვილით გავედი. ქართულის ნაწილი ცოტა მერთულა, მაგრამ მათემატიკა ძალიან მარტივი იყო. ეს გამოცდა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამ პროფესიაში შეხვიდე, უბრალოდ იმდენად მარტივი მგონია, მხოლოდ ამ გამოცდის ჩაბარებით არ უნდა წყდებოდეს ეს საკითხი. ვფიქრობ, ბევრად რთული უნდა იყოს, რადგან მასწავლებელს გაცილებით მეტი მოეთხოვება. მოქმედი მასწავლებლისთვის ნამდვილად ძალიან მარტივი ტესტია“, - გვითხრა გამოცდიდან გამოსულმა მასწავლებლობის მსურველმა.

 „მარტივი იყო, დროც - საკმარის, არც პრაქტიკოს და ვარ და არც მაძიებელი, პროფესიაში შესვლის მსურველი გახლავართ. აუცილებელი და საჭიროა მსგავსი გამოცდები განვითარებისთვის და თუ უფრო გაართულებენ, ხარისხიც ბევრად კარგი იქნება“, - აღნიშნავს აპლიკანტი.

იხილეთ: „ყველა მასწავლებელია, ვინც სკოლაში მივიდა სასწავლებლად და მის სტატუს მნიშვნელობა არ აქვს“ - გამოცდიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203