„არავინ გაბედოს დაწყებითი კლასების პედაგოგების შეურაცხყოფა, ადვილია და ვერ აბარებენო“ - საგნის გამოცდებს მასწავლებლები აფასებენ
22-07-2021

მასწავლებლის კომეტენციის გამოცდები აქტიურ ფაზაშია. მოქმედი, მაძიებელი პედაგოგები და პროფესიაში შესვლის მსურველებმა უკვე ჩააბარეს ფიზიკის, ქიმიის, ხელოვნების, ბიოლოგიისა და  დაწყებითის კომბინრებული გამოცდები და მათი შეფასებებიც მეტნკლებად ცნობლია. როგორც აღმოჩნდა განსაკუთრებით რთული იყო მოქმედი პედაგოგებისთვის დაწყებითი საფეხურის კომბინრებული გამოცდა.

გამოცდასთან დაკავშირებით მათ შეფასებებს უცვლელად გთავაზობთ:

„ტყუილად არ უთქვამს მინისტრს კარგ შედეგებს არ ველითო, ალბათ ესწრებოდა ტესტის შედგენის პროცესს. უბრალოდ, ერთ რამეზე მწყდება გული, რატომ ცდილობენ სულ ევროპისკენ წავიდნენ, უცხოენოვანი ნაწარმოები და მათი დაწყვილება, საანალიზო ტექსტიც კი უცხოური მწერლის იყო, ნუთუ დაილია ჩვენი ლიტერატურა, ნაწარმოებები … ვინც დაწყებითებზე იყავით დღეს, გამოხატეთ თქვენი აზრი, ძალიან გთხოვთ ისეთები ნუ გამოხტებით ვინც იძახის დაწყებითების ჩაბარებას რა უნდა ძალიან იოლიაო“.

„შუკაკიძეს ასეთი „იდეები“  სანამ ექნება და ზოგადად სანამ ეგ იქნება, ასეთ სტრესში ვიქნებით! დადგება დრო და სანთლით საძებნელი იქნება პედაგოგი... თუმცა მაგ დროს შუკაკიძე, რობოტით ჩაანაცვლებს!“

„დაწყებითების გამოცდა ნამდვილად რთულია ხოლმე, ბევრ რამეს ითხოვენ, კონკრეტული ცოდნაც რომ გჭირდება და ზოგადიც. თუმცა, ყველაზე რთული ისაა, როცა გამოუცდელ, არაპრაქტიკოს, დამწყებ ახალგაზრდებს უმაღლესი 10 კრედიტის აღება გვევალება და პრაქტიკოს, გამოცდილ და საგანში მეტად გათვიცნობიერებულ პედაგოგს მინიმალური ქულაც შეიძლება ეყოს“;

„გმირობაა იყო დაწყებითის მასწავლებელი და 7,8 საგანს აბარებდე ერთდროულად უმაღლესი პროგრამით. არავინ შემედავოს ეხლა ტყუილია. რომელი საგნის მასწავლებელი აბარებს კომბინირებულად ამდენ საგანს. არავინ გაბედოს დაწყებითი კლასების პედაგოგების შეურაცხყოფა ადვილია და ვერ აბარებენო“;

„ისეთი პროტესტის გრძნობა მიჩნდება... უსამართლობა, დაცინვა და ჩვენი მასხარად აგდებაა“;

დიდი შემართებით შევედი წელს გამოცდაზე, საკმაოდ კარგად მომზადებული, მაგრამ ამაოდ. საპროგრამო მასალა რაც გავიარეთ, მინიმალური იყო შესული. 4 სთ განმავლობაში პირბადე არ მომიხსნია, ძლივს ვსუნთქავდი, არასაკამარისი დრო და ქართულის არაფრის მომცემი ევროპული ტექსტები. როგორ შეიძლება ამ ცოდნით შეაფასო მასწავლებლის ცოდნა. წელს დავრწმუნდი რომ ჩვენ განათლების სისტემაში ბნელა!“

„ქართულის ღია დავალება განსაკუთრებით ლექსი იყო რთული. რომელიც ნამდვილად არ საჭიროებდა დაწყებითების ტესტში ყოფილიყო. გასულ წელთან შედარებით კიდევ გართულებული ნამდვილად იყო“;

 „მინისტრებმაც რომ გაიარონ ხოლმე ტესტირება დანიშვნამდე, საინტერესოა, რა შედეგს დადებენ?!“

„სამარცხვინო სიტუაციას.ერთი საათით შეამცირეს გამოცდა, თითქოსდა მასალა შემცირდაო.სინამდვილეში მხოლოდ ბუნებასა და ქართულს აკლდა ერთი საკითხი.მათემატიკაზე ხომ არაა ლაპარაკი.მე- 6 -7 კლასის მასალა იყო დაწყებითებში“.

იხილეთ ასევე: „პირბადის სირთულე იყო, ცხელოდა და კონდიციონერიც არ იყო, თორემ მოქმედი მასწავლებლისთვის ბევრად რთული უნდა იყოს გამოცდა“

„ყველა მასწავლებელია, ვინც სკოლაში მივიდა სასწავლებლად და მის სტატუს მნიშვნელობა არ აქვს“ - გამოცდიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203