წალკის N1 საჯარო სკოლაში თითქმის 3 თვეა ხორციელდება სოციალური პროექტი „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი სკოლის რუსული ენის მასწავლებელი, ხათუნა გვიჩიანია, რომელიც ამავე დროს სკოლის კლუბს „ხელმარჯვე ოსტატები“ ხელმძღვანელობს.
კლუბში სხვადასხვა ასაკის ბავშვები არიან გაერთიანებული, რომლებიც ცდილობენ მეორადი გამოყენების ნივთებს „მეორე სიცოცხლე“ დაუბრუნონ და ე.წ მეორადი ნივთებისგან საინტერესო აქსესუარებს ქმნიან.
2015 წელს წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდგინდა „თავის ტვინის დაუდგენელი ხასიათის ავთვისებიანი სიმსივნე“. სამწუხაროდ, ქართველი ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღეს გ. ხ. მკურნალობს გერმანიაში, სადაც მხოლოდ მამაგაჰყვა, რადგან ოჯახს მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს გერმანიაში მკურნალობისა და ოჯახის დანარჩენი წევრების საცხოვრებელი თანხა გადაიხადოს.
ამიტომ სკოლის გადაწყვეტილებით, დაიბადა იდეა გ.ხ. - ს დასახმარებლად პროექტი „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ დაწყებულიყო. მოსწავლეებმა საახალწლოდ სხვა ნივთებთან ერთად ძირითადად საახალწლო აქსესუარები დაამზადეს და შემდეგ მათი გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად გ.ხ -ს ოჯახს გადაერიცხა.
პროექტის მონაწილეების და ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის მორალური თანადგომა და მცირედი რითაც გ.ხ.-ს გამოჯანმრთელებაში მათ წვლილის შეტანა შეძლეს.
იხილეთ ფოტოები