პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვაზე განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა
22-07-2021
საქართველოს 2021 წლის ბიუჯეტიდან პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვისთვის დამატებით 15 მილიონი ლარი გამოიყო - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, კომპიუტერების შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასიც, თუმცა სახელმწიფომ მოახერხა ვალდებულების შესრულება.

„განათლების და მეცნიერების მიმართულებით ხდება დამატებით 40 მილიონის გამოყოფა, საიდანაც 15 მილიონი არის პირველკლასელთა კომპიუტერების შესყიდვისთვის. მოგეხსენებათ, პარლამენტში რამდენჯერმე დაისვა ეს კითხვა და იყო პრობლემური თემა ის, რომ პანდემიის შემდგომ მნიშვნელოვნად შემცირდა კომპიუტერების წარმოება და ამავდროულად მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში აისახა ფასებზე. გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთეული კომპიუტერის ფასი, თუმცა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აღებული აქვს, რომ პირველკლასელებს უზრუნველყოფა შესაბამისი კომპიუტერებით, ეს ვალდებულება შესრულდა. გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები, შესაბამისი თანხების ანაზღაურებაც განხორციელებულია და ველოდებით კომპიუტერებს “, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203