მასწავლებლის გამოცდაზე ხვალ, 3600-ზე მეტი აპლიკანტი გადის - რა უნდა იცოდეთ უცხოური ენის გამოცდაზე შესვლამდე
22-07-2021

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება. ხვალ აპლიკანტები გამოცდას ინგლისურში, რუსულში, გერმანულში, ფრანგულსა და ქართული, როგორც მეორე ენაში ჩააბარებენ. გამოცდა ორ ნაწილად არის გაყოფილი. წერითი და მოსმენის დავალებებს 23 ივლისს ჩააბარებენ გამოსაცდელები, ხოლო ლაპარაკის ნაწილში გამოცდას 26 ივლიის ექნებათ.

ხვალინდელ გამოცდებზე ჯამში 3644 აპლიკანტი გადის.

  • ინგლისური ენა (I- XII) – 2268;
  • გერმანული ენა (I- XII) – 162;
  • რუსული ენა (I- XII) – 630;
  • ფრანგული ენა (I- XII) – 38;
  • ქართული, როგორც მეორე ენა - 546.

უცხოური ენის გამოცდა რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს?

გამოცდაზე მოწმდება ინგლისური ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა, კერძოდ, მისი ენობრივი კომპეტენცია ევროსაბჭოს მიერ განსაზღვრული B2 (საშუალოზე მაღალი) ენობრივი კომპეტენციის ფარგლებში. მასწავლებელს უნდა შეეძლოს: 

წაიკითხოს შესაბამისი სირთულის ინფორმაციული, შემეცნებითი ან პროფესიული შინაარსის ტექსტი და გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი კითხვის სტრატეგიები.

მოისმინოს შესაბამისი სირთულის ტექსტი (გაბმული ტექსტი ან ინტერვიუ). გაიგოს მასში მოცემული როგორც ძირითადი აზრი, ასევე ფაქტობრივი ინფორმაცია. გამოიყენოს დავალების შესაბამისი მოსმენის სტრატეგიები. 

დაწეროს სამოტივაციო წერილი და თხზულება. მკაფიოდ, თანმიმდევრულად და არგუმენტირებულად გადმოსცეს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ზუსტად და თანმიმდევრულად დაიცვას დავალების მოთხოვნები. წერისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია, მოიყვანოს არგუმენტები. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.

ილაპარაკოს ბუნებრივად, დაუბრკოლებლად და არგუმენტირებულად მოცემული თემატიკის გარშემო. საუბრისას გამოხატოს და დაიცვას საკუთარი პოზიცია. გამოიყენოს მოთხოვნის შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული სტრუქტურები.

თვალი გადაავლეთ დამხმარე კრებულებს:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203