განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი. ბრაძნების მიხედვით, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვა 10 სხვადასხვა უნივერსიტეტში შეუძლია აბიტურიენტს.
იხილეთ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათავლი უნივერსიტეტების მიხედვით
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;
ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;
გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;
დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;
ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;
ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;
ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;
თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;
ი) სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;
კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.
დეტალები სტუდენტის სწავლის დაფინანსების, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების გაცემის პირობების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ იხილეთ ბმულზე