2 დღეში მასწავლებლის გამოცდაზე კოვიდის გამო 100-ზე მეტი აპლიკანტი არ მივიდა
23-07-2021

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები გრძელდება.აპლიკანტების საგნობრივ გამოცდებს აბარებენ, თუმცა ფაქტია, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რაც გავლენას თავის მხრივ გამოცდების პროცესზეც ახდენს. კოვიდ-19 გამო ბოლო ორი დღის განმავლობაში 100-ზე მეტი აპლიკანტი არ მივიდა.

აღნიშნულ გამოსაცდელები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესს კოვიდის გამო არ გამოეთიშებიან, ისინი ტესტს დამატებით სესიაზე დაწერენ, რომლის შესახებაც დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

აღსანიშნავია, ისიც, რომ აბიტურიენტებთან შედარებით მასწავლებლის გამოცდაზე მაღალია ზოგადად არ გამოცხადებისა და დაგვიანების პროცენტიც. მაგალითად, 22 ივლისს მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების გამოცდაზე 21% საერთოდ არ მივიდა ხოლო 7-მა დაიგვიანა. 21 ივლისს  გამოცდებზე 16% არ გამოცხადდა, ხოლო 4-მა აპლიკანტმა დაიგვიანა.

მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები დღეს გამოცდას ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ რუსულ, ქართული, როგორც მეორე ენასა და სპორტში აბარებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203