სექტემბრიდან სწავლა საკლასო ოთახში განახლდება - აგვისტოში მასწავლებლები და სკოლის პერსონალი სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ
23-07-2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სექტემბრიდან სასკოლო პროცესი კლასებში განახლდება და აგვისტოს თვეში პედაგოგების ვაქცინაციაზე იმუშავებენ. ამ თემაზე გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. 

„სასკოლო გარემო ახალ სასწავლო წელს უსაფრთხოდ უნდა შეხვდეს. ანუ ჩვენ აგვისტოში ვიმშავებთ რომ პედაგოგიური და სხვა პერსონალის ვაქცინაცია იყოს სრული“, - განაცხადა გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლიდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 8 286 ადამიანი აიცრა. ჩატარდა 38 945 ტესტი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203