წალკის N1 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სკოლის კლუბ „ხელმარჯვე ოსტატების“ წევრები თანასკოლელის დასახმარებლად გაერთიანდნენ და საკუთარი ხელით დამზადებული სხვადასხვა ნივთებისა და საახალწლო აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს.
შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა გერმანიაში სამკურნალოდ მყოფ წალკის სკოლის მოსწავლეს, გ.ხ-ს, რომელსაც თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა.
გამოფენის გახსნამდე მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტებიც გაავრცელეს. გამოფენა-გაყიდვა პროექტ „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ ფარგლებში განხორციელდა და მას ორგანიზებას სკოლის პედაგოგები ხათუნა გვიჩიანი და ლილი ზოიძე უწევდნენ.
აუქციონიდან გ.ხ-სთან დაკავსირებაც მოხერხდა და წალკის სკოლის მოხერხდა და წალკის სკოლის მოსწავლე ემოციებით დატვირთული ადევნებდა თვალს თანასკოლელების მიერ გამართულ გამოფენა-გაყიდვას.
მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები მუნიციპალიტეტის გამგეობის, რესურს-ცენტრის, საავადმყოფოსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა,ასევე სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა შეიძინეს. სკოლა მადლობას უხდის მათ თანადგომისთვის და გ.ხ-ს გამოჯანმრთლებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები