„სიკეთე გადამდებია“ - ლეღვანისა და მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო პროექტი განახორციელეს
17-01-2018
ხარაგაულის ახალგაზრდულ საკრებულოში, ახალგაზრდა დეპუტატების მიერ დაგეგმილი პროექტი ,,სიკეთე გადამდებია“ განხორციელდა. ლეღვანის საჯარო სკოლისა და მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული პროექტი მიზნად მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას ისახავდა.