ხეოთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება VI-VII-VIII კლასების დამრიგებლებმა: ნ. ნებაძემ, თ. ლომსაძემ და ფ. გვირჯიშვილმა მოამზადეს.
პატარა სოფლის, პატარა სკოლაში მათ ამავე კლასების მოსწავლეების მონაწილეობით პიესა „ნოეს კიდობანი“ დადგეს.
მაყურებლის წინაშე ღონისძიების მონაწილეებმა ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“ დასამახსოვრებელი სცენებიც გაითამაშეს. როლების შესასრულებლად თითოეული მონაწილე დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდა.
მოსწავლეების მიერ გაწეულმა ნაყოფიერმა შრომამ მაყურებელთა მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები