განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებაში ცვლილება შევიდა
24-07-2021
მთავრობის დადგენილებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებაში ცვლილებები შევიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომლის მიხედვითაც პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენცია განისაზღვა.

 პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესებში მონაწილეობა;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;

დ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ზ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა;

თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;

ი) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

კ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203