16-დან 18 წლამდე პირები „ფაიზერით“  ვერ აიცრებიან თუ მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ექნებათ
24-07-2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭირდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,- აღნიშნავს გაბუნია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203