ბუნებრივი რესურსებისა და მათი მნიშვნელობის თემასთან დაკავშირებით ზედა ბზვანის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილები ჩატარდა.
გაკვეთილების მიზანი იყო მოსწავლეებს ჩამოეთვალათ რაიონში არსებული ბუნებრივი რესურსები, გაეანალიზებინათ არსებული ეკოლოგიური პრობლემები და გამოეყოთ ყველა ის რესურსი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის და ტურისტებისთვის იქნებოდა საინტერესო.
მოსწავლეებმა ჯგუფებში ორგანული და არაორგანული რესურსების კლასიფიკაცია მოახდინეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.
მათ დაცულ ტერიტორიებზე, წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებსა და მცენარეებზე და ეკოტურიზმის განვითარების მხრივ მათ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.