„პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირითადი პერსონალის, მასწავლებლების ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“ - გაეროს ბავშვთა ფონდი
26-07-2021
მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მასწავლებლებმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ბათუმში მონაწილობა მიიღეს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლების, სამინისტროებთან პარტნიორობით ორგანიზებულ ვაქცინაციის ორდღიან ღონისძიებაში, რომელსაც ცნობილი ექიმები უძღვებოდნენ.
შეხვედრებზე, რომლებიც წინ უძღვოდა ვაქცინაციას, წამყვანმა ექიმებმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს მთელ რიგ საკითხებზე, როგორიცაა: კოვიდ-19 საქართველოში და მასთან დაკავშირებული გლობალური ტენდენციები, რისკები და პრევენციული ზომები; იმუნიზაციის მნიშვნელობა და კოვიდ-19-ის გართულებები ბავშვებში; ალერგიების, ასევე გულისა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ვაქცინაცია.
„ბავშვებს კვლავ უნდა ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა სკოლებში მიმდინარე განათლებისა და სოციალიზაციის პროცესებზე, რომლებმაც სერიოზული შეფერხება განიცადეს.
პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ძირითადი პერსონალის, როგორებიცაა მასწავლებლები და ტურიზმის წარმომადგენლები, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტურისტულმა სეზომა არ გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება, რამაც მოახლოებულ ახალ სასწავლო წლამდე შეიძლება მორიგი შეზღუდები გამოიწვიოს. ბავშვებს კვლავ უნდა ჰქონდეთ უწყვეტი წვდომა სკოლებში მიმდინარე განათლებისა და სოციალიზაციის პროცესებზე, რომლებმაც სერიოზული შეფერხება განიცადეს. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ პირისპირ სწავლებას და ჰიგიენის ზომების დაცვას“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.
როგორც გაროეს ბავშვთა ფონდი აღნიშნავს: სკოლების კიდევ ერთი წლით დაკეტვის შემთხვევაში ბავშვები იწვნიან ისეთ შედეგებს, რომლებიც თაობებს გაჰყვება. ამიტომას მნიშვნელოვანია, ვუზრუნველყოთ მასწავლებელთა, სკოლების ადმინისტრაციის პერსონალისა და საზოგადოების სხვა ჯგუფების ვაქცინაცია, როგორიცაა ტურისტული სექტორის წარმომადგელები.