პრაქტიკოს მასწავლებლებს უნარების გამოცდის დამატებითი სესია 30 ივლისს ჩაუტარდებათ - იხილეთ დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ვერ ჩაერთნენ პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაში COVID-19-ის ინფექციის გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია პროფესიულ უნარებში 2021 წლის 30 ივლისს.
პროფესიულ უნარებში გამოცდას 13 პრაქტიკოსი მასწავლებელი ჩააბარებს
დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.