საქართველოში იყო პრეცენდენტი, როცა 12 წლის მოზარდი „ფაიზერით“ აიცრა - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ბავშვებთან დაკავშირებით „ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ 12 წლიდან ზემოთ შესაძლებელია აცრა. რამდენიმე ქვეყანაში უკვე ტარდება კიდეც აცრები, თუმცა ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის დასკვნას, რომ 12 წლიდან დაშვებული გახდება აცრა, როგორც კი ეს ჩვენთანაც დავწევთ ასაკს.
საქართველოში იყო პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა. სპეციალური ჩვენება ჰქონდა ამ ბავშვს, ამიტომ ეს ბავშვი აიცრა“, - აღნიშნავს იმნაძე.