„საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება სრულად ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის სტატუსს“- იანა ჩადუნელი, ბათუმის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? ამ და სხვა საინტერესო თემებზე ბათუმის N3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი etaloni.ge-სთან საუბრობს.- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?- 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადად, არსებული პანდემიის დროს მიუხედავად მასწავლებლების აქტიური ჩართულობისა საშუალოდ ნაყოფიერი იყო.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?- მშობელთა ჩართულობა სწავლების დაწყებით საფეხურზე აქტიური იყო, ხოლო რაც შეეხება საბაზო-საშუალო საფეხურს, მშობლების მხრიდან ნაკლები აქტიურობა გამოიკვეთა, რაც აისახებოდა მოსწავლეთა მოსწრებისა და აკადემიურ შედეგებზე.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?- ვფიქრობ, რომ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება სრულად ვერ განსაზღვრავს მასწავლებლის სტატუსს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა სხვადასხვა პროფესიებისადმი ახალგაზრდების არჩევანი და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ? - მოსწავლის მიერ არჩევანი არის ზოგადად მრავალმხრივი.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ? - ვფიქრობ კალენდარული წლის ბოლომდე (ანუ 31 დეკემბრის ჩათვლით).