ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში ახალ წელს სახალისო შეჯიბრებით შეხვდნენ
17-01-2018

წინასაახალწლო განწყობის შესაქმნელად, ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა სახალისო შეჯიბრება მოაწყვეს. 

შეჯიბრების ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი, ნანა მათითაშვილი იყო. 

შეჯიბრზე ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო აქტივობა ენაცვლებოდა. სწორად შესრულებული დავალებების შემთხვევაში გუნდი სამ ფერად ბურთულას  იღებდა, რითაც თავთავიანთი ჯგუფის ნაძვის ხეს აწყობდნენ.

პირობა ასეთი იყო: გამარჯვებული გახდებოდა ის ჯგუფი, რომელიც ბევრ ბურთულას მოიპოვებდა და გაალამაზებდა ნაძვის ხეს. 

ბავშვები დიდი ხალისით ჩაებნენ შეჯიბრში. დასასრულს, მომგებიანი ლატარეაც გათამაშდა, სადაც ყველა ბავშვს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203