მასწავლებლებისთვის გამოცდა შემოდგომაზეც ჩატარდება? - განმარტებას განათლების მინისტრი გააკეთებს
29-07-2021
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დასადასტურებლად ახალი ვადა მიეცათ. თუ ისინი ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, საშუალება ეძლევათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მოიპოვონ უფროსის სტატუსი.

ბრძანების მიხედვით, პრაქტიკოსებს 2021-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შესაძლებლობა მიეცემათ 1,4 ან 7 კრედიტი დააგროვონ, თუმცა აღსანიშნავია, რომ კრედიტქულები სქემაში უკვე გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქტივობებით აღნიშნული კრედიტების დაგროვება შეუძლებელი იქნება.

„2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად,“ - წერია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

etaloni.ge დაინტერესდა, ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები შემოდგომაზეც, რაზეც მასწავლებლის სახლში განგვიცხადეს, აღნიშნულზე განმარტებას განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი გააკეთებს. დიდი ალბათობით, იმ პედაგოგებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ ამ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, კიდევ ერთი შანსი სწორედ შემოდგომაზე მიეცემათ.

იხილეთ: პრაქტიკოს პედაგოგებს სტატუსის ამაღლებისთვის კიდევ ერთი შანსი მომავალ სასწავლო წელსაც მიეცემათ

სექტემბრიდან სკოლაში ვაკანსიები აღარ გამოცხადდება - პრაქტიკოს პედაგოგებს ახალი შანსი მიეცათ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203