პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებსაც 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ, უფროსი მასწავლებლის სტატუსს უგამოცდოდ მოიპოვებენ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, ახალი შანსი მიეცემათ. ისინი 2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კვლავ ხელშეუხებლად იმუშავებენ სკოლაში და საშუალება ექნებათ, უფროსის სტატუსი 1,4,7 ან 10 კრედიტით მოიპოვონ.
„სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს“, - აღნიშნულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში შეტანილ ცვლილებაში.