ხოჯორნის საჯარო სკოლას თბილისის „პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი“ ეწვია
17-01-2018
ხოჯორნის საჯარო სკოლას თბილისის „პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის" მსახიობები ეწვივნენ. თეატრის მხატვრული ხელმძღვანელის არმენ ბაიანდურიანის ხელმძღვანელობით დასმა პატარები სახალისო და საინტერესო საახალწლო წარმოდგენით გაახარა. ბავშვებთან ერთად წარმოდგენამ უფროსებზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც მათ აღნიშნეს, წარმოდგენამ ისინი ბავშვობაში დააბრუნა.
მსგავსი ღონისძიება „თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრისთვის“ ახალი არაა, ყოველ წელს დასი მრავალფეროვანი, განახლებული საახალწლო რეპერტუარით წარსდგება პატარების წინაშე.
ხოჯორნის საჯარო სკოლა მადლობას უხდის არმენ ბაიანდურიანს და მის შესანიშნავ კოლექტივს ასეთი საჩუქრისთვის.