პედაგოგებისთვის საშემოდგომო ტრენინგებზე რეგისტრაცია იწყება
30-07-2021
გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის შემოდგომის სემინარებს აანონსებს. სექტემბრიდან დეკემბრამდე გოეთეს ინსტიტუტი გერმანელი ენის პედაგოგებისათვის ინტერაქტიულ ონლაინ სემინარებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს იწყებს.

დაინტერესებულმა პედაგოგებმა შემოდგომის სემინარებზე მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე https://bit.ly/2WCwqYB

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გოეთეს ინსტიტუტს შორის არსებულ მემორანდუმის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები პედაგოგებს უღიარდებათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ვალდებულების ნაწილში განსაზღვრული შესაბამისი საათების მიხედვით“, - წერია მასწავლებლის სახლის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203